Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე

 ვისაუბრეთ პროცედურების დაწერის საშუალებებზე, მიზნებიდან,21 საუკუნის უნარ-ცვევებიდან, შეკითხვებიდან, ხუთივე მიზნის შესაბამისად უნდა იყოს შეფასების რუბრიკა. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის  ჩაშენება-გამოქვეყნება, გავხსენით მეხუთე მოდულში პორტფოლიოს რუბრიკა, გავეცანით ინდიკატორებს, ვისწავლეთ როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო და  მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა., ბლოგზე შევქმენით მთავარი გვერდი და  ვისწავლეთ ფეიჯების დამატება .

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე მეხუთე

შევქმენით პროექტის ნიმუში, მესამე და მეოთხე მოდული, შევედით დრაივში, გავხსენით  პროექტის გეგმები და გავუზიარეთ ერთმანეთს, გავეცანიოთ რჩევების მიცემის წესებს, გავაკეთეთ კომენტარები,  ვისწავლეთ გუგლ-დრაივში  გეგმების ჩასმა , მოსწავლის როლში შესულებმა  შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, შევქმენით სლაიდშოუ და ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივში. დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო დღისათვის, მაგრამ ძალიან დავიღალე.

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე.

გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის შეფასების 5 მიზანს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის შესაბამისი მეთოდები და  ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით  მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი ,, ვიცი--მინდა ვიცოდე- ვისწავლე"დიაგრამა..ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები,დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,

Wednesday, March 18, 2015

დღე მესამე

თრენინგის მესამე დღე დავიწყეთ პროექტის ბუკლეტების გახსენებით, შემდეგ შევედით ვიუვერში და გავხსენით მეორე მოდული, სადაც ვიმუშავეთ სასწავლო ამოცანების,  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე, შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების დასმის მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვისათვის,გადავხედეთ სტანდარტს და ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,დავწერეთ ყველა ინდიკატორისათვის შესაბამისი ამოცანა, ვისწავლეთ, რომ ის არ უნდა იყოს ბუნდოვანი.განვასხვავეთ ბუნდოვან დავალებასა და სპეციფიკურ სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები ერთმანეთისაგან.ვისწავლეთ, როგორ გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, გამოვიყენეთ იგივე ზმნები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ჩამოვწერეთ სპეციფიკურ ამოცანებზე ორიენტირებული კითხვები და ვივარჯიშეთ. ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და იქიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტისათვის შესაფერი  და მნიშვნელოვანი რჩევები.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე


დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროექტის  გეგმის შაბლონის შევსება, ჩვენი პროექტისთვის მოვძებნეთ სასწავლო გეგმიდან შესაფერი შედეგები და ინდიკატორები, რომლებსაც გამოვიყენებთ  პროექტის განხორციელებისას. რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუშები, ვისწავლეთ სურათების  მოძებნა და ჩასმა ბუკლეტში, მასალის გადაგზავნა მეილზე და ჩაწერა ბლოგში.ვისწავლეთ სწრაფი მოძებნის ხერხიც.საინტერესოა, მაგრამ ინფორმაციის სიმრავლე გარკვეულ სიძნელეს ქმნის ათვისებისას.

Monday, March 9, 2015

დღე პირველი

დღეს თრენინგის პირველი დღეა,ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, საინტერესო და სასარგებლო, თუმცა, ყველაფერი ერთად  ძნელი დასამახსოვრებელია.ვფიქრობ, მალე დალაგდება, რაც მთავარია, სურვილი, მოლოდინი და მონდომება არ მაკლია.დიდი ხანია, მინდოდა შემექმნა ელექტრონული პორტფოლიო.ქალბატონი მანანა კვინიკაძე, ჩანს, დაუღლელი, დიდი ენერგიის მქონე ქალბატონია, დაგვეხმარა  ბლოგის შექმნაში,გაგვაცნო ვიუვერის პროგრამა,  დავიწყეთ ინტელის პროექტის შესწავლა, პორტფოლიოს  ჩეკლისტსაც გავეცანი... მინდა, შევქმნა ჩემი პორტფოლიო და ტრენინგზე  თეორიულად შესწავლილი პრაქტიკულად განვახორციელო.
დიდი მადლობა საინტერესო თრენინგისათვის.