Wednesday, March 18, 2015
დღე მესამე
თრენინგის მესამე დღე დავიწყეთ პროექტის ბუკლეტების გახსენებით, შემდეგ შევედით ვიუვერში და გავხსენით მეორე მოდული, სადაც ვიმუშავეთ სასწავლო ამოცანების, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე, შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვისათვის,გადავხედეთ სტანდარტს და ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,დავწერეთ ყველა ინდიკატორისათვის შესაბამისი ამოცანა, ვისწავლეთ, რომ ის არ უნდა იყოს ბუნდოვანი.განვასხვავეთ ბუნდოვან დავალებასა და სპეციფიკურ სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები ერთმანეთისაგან.ვისწავლეთ, როგორ გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, გამოვიყენეთ იგივე ზმნები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ჩამოვწერეთ სპეციფიკურ ამოცანებზე ორიენტირებული კითხვები და ვივარჯიშეთ. ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და იქიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტისათვის შესაფერი და მნიშვნელოვანი რჩევები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment