დღე მეცხრე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, დავათვალიერეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი ბუკლეტები, გავაკეთეთ პრეზენტაციები.
მოვისმინეთ მარიამ რეხვიაშვილის პრეზენტაცია, მან ამომწურავად ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო, ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე, მის წარმოებასა და სასარგებლო თვისებებზე. პროექტის წარდგინება უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა და ყველას ძალიან მოეწონა.
მოვისმინეთ ნინო რევაზიშვილის საპროექტო თემა სათაურით:,,სვეტიცხოვლის აგების ისტორია". მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო, პრეზენტაცია ძალიან მოგვეწონა.
მოვისმინეთ იზა ბერულავას პრეზენტაცია თემაზე:,,ბედი ქართლისა", სადაც კარგად გამოჩნდა მასწავლებლისა და მოსწავლის თავდადებული შრომა ამ ფრიად საჭირბოროტო საკითხის- საქართველოს წარსულისა და რუსეთთან მისი ურთიერთობის შესახებ.
მოვისმინეთ რუსუდან ოძელაშვილის პრეზენტაცია თემაზე:ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო და გამოსაყენებელი საგნების შექმნა". პროექტი საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ უფროსებისათვისაც.
მოვისმინეთ მზია კახელიშვილის პრეზენტაცია თემაზე :,,სვეტიცხოველი და გეომეტრია".მხსენებელმა ისაუბრა პროექტის შესახებ,,თემა საინტერესო იყო და პრეზენტაცია-არაჩვეულებრივი.
მოვისმინეთ ნანა მამუკაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,, მათემატიკა და არქიტექტურა".
მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის მიზანსა და სარგებლიანობაზე., პრეზენტაცია უაღრესად საინტერესო იყო.
მოვისმინეთ ეკა რუხაძის პრეზენტაცია თემაზე ,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში". თემა ძალიან საინტერესო იყო,
მოვისმინეთ ნათია თათულაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,,საოცარი ცვლილებები",თემა უაღრესად საინტერესო იყო, წარმატებებს გისურვებ.
მოვისმინეთ დარეჯან ტატუაშვილის პრეზენტაცია თემაზე,, რომელიც ეხებოდა წილადებს. საინტერესო და სრულყოფილი პრეზენტაციაა, წარმატებები გისურვებ.
ქალბატონო მანანა, დიდი მადლობა საინტერესოდ გატარებული 9 დღისათვის, საინტერესო ტრენინგისა და ჩვენი გაძლებისათვის.
პროექტი ინტელი
Wednesday, April 8, 2015
Monday, April 6, 2015
დღე მერვე
დავასრულეთ პროცედურები, გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შევავსეთ გეგმები სრულყოფილად,ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

დღე მეშვიდე
გავიხსენეთ წინა თრენინგზე შესწავლილი მასალა და ბლოგზე დავამატეთ გვერდები, გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე,გავიხსენეთ გარდნერის იტელექტის თეორია, მეექვსე მოდულში გავეცანით დიფერენცირების კითხვარს, შევქმენით თვითშეფასების ფორმა მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად. რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს , შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და ვისაუბრეთ პროცედურებზე.

Monday, March 30, 2015
დღე მეექვსე
ვისაუბრეთ პროცედურების დაწერის საშუალებებზე, მიზნებიდან,21 საუკუნის უნარ-ცვევებიდან, შეკითხვებიდან, ხუთივე მიზნის შესაბამისად უნდა იყოს შეფასების რუბრიკა. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება-გამოქვეყნება, გავხსენით მეხუთე მოდულში პორტფოლიოს რუბრიკა, გავეცანით ინდიკატორებს, ვისწავლეთ როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო და მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა., ბლოგზე შევქმენით მთავარი გვერდი და ვისწავლეთ ფეიჯების დამატება .
Wednesday, March 25, 2015
დღე მეხუთე
შევქმენით პროექტის ნიმუში, მესამე და მეოთხე მოდული, შევედით დრაივში, გავხსენით პროექტის გეგმები და გავუზიარეთ ერთმანეთს, გავეცანიოთ რჩევების მიცემის წესებს, გავაკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ გუგლ-დრაივში გეგმების ჩასმა , მოსწავლის როლში შესულებმა შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, შევქმენით სლაიდშოუ და ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივში. დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო დღისათვის, მაგრამ ძალიან დავიღალე.
Monday, March 23, 2015
დღე მეოთხე.
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის შეფასების 5 მიზანს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი ,, ვიცი--მინდა ვიცოდე- ვისწავლე"დიაგრამა..ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები,დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,
Subscribe to:
Posts (Atom)