Wednesday, April 8, 2015

დღე მეცხრე

დღე მეცხრე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, დავათვალიერეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი ბუკლეტები, გავაკეთეთ პრეზენტაციები.
    მოვისმინეთ მარიამ რეხვიაშვილის პრეზენტაცია, მან ამომწურავად ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო,  ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე, მის წარმოებასა და სასარგებლო თვისებებზე. პროექტის წარდგინება  უაღრესად საინტერესო  აღმოჩნდა და ყველას ძალიან მოეწონა.
    მოვისმინეთ ნინო რევაზიშვილის საპროექტო თემა სათაურით:,,სვეტიცხოვლის აგების ისტორია". მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო,  პრეზენტაცია ძალიან მოგვეწონა.
   მოვისმინეთ იზა ბერულავას პრეზენტაცია თემაზე:,,ბედი ქართლისა", სადაც კარგად გამოჩნდა მასწავლებლისა და მოსწავლის თავდადებული შრომა ამ ფრიად საჭირბოროტო საკითხის- საქართველოს წარსულისა და რუსეთთან მისი ურთიერთობის შესახებ.
მოვისმინეთ რუსუდან ოძელაშვილის პრეზენტაცია თემაზე:ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო და გამოსაყენებელი საგნების შექმნა". პროექტი საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ უფროსებისათვისაც.
    მოვისმინეთ  მზია კახელიშვილის პრეზენტაცია თემაზე :,,სვეტიცხოველი და გეომეტრია".მხსენებელმა ისაუბრა პროექტის შესახებ,,თემა საინტერესო იყო და პრეზენტაცია-არაჩვეულებრივი.
    მოვისმინეთ ნანა მამუკაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,, მათემატიკა და არქიტექტურა".
მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის მიზანსა და სარგებლიანობაზე.,  პრეზენტაცია უაღრესად საინტერესო იყო.
     მოვისმინეთ ეკა რუხაძის პრეზენტაცია თემაზე ,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში". თემა ძალიან საინტერესო იყო,
   მოვისმინეთ ნათია თათულაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,,საოცარი ცვლილებები",თემა უაღრესად საინტერესო იყო, წარმატებებს გისურვებ.
მოვისმინეთ დარეჯან ტატუაშვილის პრეზენტაცია თემაზე,, რომელიც ეხებოდა წილადებს. საინტერესო და სრულყოფილი პრეზენტაციაა, წარმატებები გისურვებ.
ქალბატონო მანანა,  დიდი მადლობა საინტერესოდ გატარებული  9 დღისათვის, საინტერესო ტრენინგისა და ჩვენი გაძლებისათვის.
 

1 comment:

  1. ლია ძალიან მომეწონა შენი პროექტი გისურვებ წარმატებას

    ReplyDelete