დღე მეცხრე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, დავათვალიერეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი ბუკლეტები, გავაკეთეთ პრეზენტაციები.
მოვისმინეთ მარიამ რეხვიაშვილის პრეზენტაცია, მან ამომწურავად ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო, ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე, მის წარმოებასა და სასარგებლო თვისებებზე. პროექტის წარდგინება უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა და ყველას ძალიან მოეწონა.
მოვისმინეთ ნინო რევაზიშვილის საპროექტო თემა სათაურით:,,სვეტიცხოვლის აგების ისტორია". მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის გარშემო, პრეზენტაცია ძალიან მოგვეწონა.
მოვისმინეთ იზა ბერულავას პრეზენტაცია თემაზე:,,ბედი ქართლისა", სადაც კარგად გამოჩნდა მასწავლებლისა და მოსწავლის თავდადებული შრომა ამ ფრიად საჭირბოროტო საკითხის- საქართველოს წარსულისა და რუსეთთან მისი ურთიერთობის შესახებ.
მოვისმინეთ რუსუდან ოძელაშვილის პრეზენტაცია თემაზე:ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო და გამოსაყენებელი საგნების შექმნა". პროექტი საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ უფროსებისათვისაც.
მოვისმინეთ მზია კახელიშვილის პრეზენტაცია თემაზე :,,სვეტიცხოველი და გეომეტრია".მხსენებელმა ისაუბრა პროექტის შესახებ,,თემა საინტერესო იყო და პრეზენტაცია-არაჩვეულებრივი.
მოვისმინეთ ნანა მამუკაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,, მათემატიკა და არქიტექტურა".
მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა საპროექტო თემის მიზანსა და სარგებლიანობაზე., პრეზენტაცია უაღრესად საინტერესო იყო.
მოვისმინეთ ეკა რუხაძის პრეზენტაცია თემაზე ,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში". თემა ძალიან საინტერესო იყო,
მოვისმინეთ ნათია თათულაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,,საოცარი ცვლილებები",თემა უაღრესად საინტერესო იყო, წარმატებებს გისურვებ.
მოვისმინეთ დარეჯან ტატუაშვილის პრეზენტაცია თემაზე,, რომელიც ეხებოდა წილადებს. საინტერესო და სრულყოფილი პრეზენტაციაა, წარმატებები გისურვებ.
ქალბატონო მანანა, დიდი მადლობა საინტერესოდ გატარებული 9 დღისათვის, საინტერესო ტრენინგისა და ჩვენი გაძლებისათვის.
Wednesday, April 8, 2015
Monday, April 6, 2015
დღე მერვე
დავასრულეთ პროცედურები, გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შევავსეთ გეგმები სრულყოფილად,ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.კითხვარი დავდეთ ბლოგზე.
დავასრულეთ პროცედურები, გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შევავსეთ გეგმები სრულყოფილად,ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.კითხვარი დავდეთ ბლოგზე.
დღე მეშვიდე
გავიხსენეთ წინა თრენინგზე შესწავლილი მასალა და ბლოგზე დავამატეთ გვერდები, გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე,გავიხსენეთ გარდნერის იტელექტის თეორია, მეექვსე მოდულში გავეცანით დიფერენცირების კითხვარს, შევქმენით თვითშეფასების ფორმა მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად. რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს , შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და ვისაუბრეთ პროცედურებზე.
გავიხსენეთ წინა თრენინგზე შესწავლილი მასალა და ბლოგზე დავამატეთ გვერდები, გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე,გავიხსენეთ გარდნერის იტელექტის თეორია, მეექვსე მოდულში გავეცანით დიფერენცირების კითხვარს, შევქმენით თვითშეფასების ფორმა მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად. რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს , შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და ვისაუბრეთ პროცედურებზე.
Monday, March 30, 2015
დღე მეექვსე
ვისაუბრეთ პროცედურების დაწერის საშუალებებზე, მიზნებიდან,21 საუკუნის უნარ-ცვევებიდან, შეკითხვებიდან, ხუთივე მიზნის შესაბამისად უნდა იყოს შეფასების რუბრიკა. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება-გამოქვეყნება, გავხსენით მეხუთე მოდულში პორტფოლიოს რუბრიკა, გავეცანით ინდიკატორებს, ვისწავლეთ როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო და მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა., ბლოგზე შევქმენით მთავარი გვერდი და ვისწავლეთ ფეიჯების დამატება .
Wednesday, March 25, 2015
დღე მეხუთე
შევქმენით პროექტის ნიმუში, მესამე და მეოთხე მოდული, შევედით დრაივში, გავხსენით პროექტის გეგმები და გავუზიარეთ ერთმანეთს, გავეცანიოთ რჩევების მიცემის წესებს, გავაკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ გუგლ-დრაივში გეგმების ჩასმა , მოსწავლის როლში შესულებმა შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, შევქმენით სლაიდშოუ და ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივში. დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო დღისათვის, მაგრამ ძალიან დავიღალე.
Monday, March 23, 2015
დღე მეოთხე.
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის შეფასების 5 მიზანს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი ,, ვიცი--მინდა ვიცოდე- ვისწავლე"დიაგრამა..ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები,დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,
Wednesday, March 18, 2015
დღე მესამე
თრენინგის მესამე დღე დავიწყეთ პროექტის ბუკლეტების გახსენებით, შემდეგ შევედით ვიუვერში და გავხსენით მეორე მოდული, სადაც ვიმუშავეთ სასწავლო ამოცანების, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე, შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვისათვის,გადავხედეთ სტანდარტს და ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,დავწერეთ ყველა ინდიკატორისათვის შესაბამისი ამოცანა, ვისწავლეთ, რომ ის არ უნდა იყოს ბუნდოვანი.განვასხვავეთ ბუნდოვან დავალებასა და სპეციფიკურ სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები ერთმანეთისაგან.ვისწავლეთ, როგორ გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, გამოვიყენეთ იგივე ზმნები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ჩამოვწერეთ სპეციფიკურ ამოცანებზე ორიენტირებული კითხვები და ვივარჯიშეთ. ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და იქიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტისათვის შესაფერი და მნიშვნელოვანი რჩევები.
Monday, March 16, 2015
დღე მეორე
დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, ჩვენი პროექტისთვის მოვძებნეთ სასწავლო გეგმიდან შესაფერი შედეგები და ინდიკატორები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის განხორციელებისას. რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუშები, ვისწავლეთ სურათების მოძებნა და ჩასმა ბუკლეტში, მასალის გადაგზავნა მეილზე და ჩაწერა ბლოგში.ვისწავლეთ სწრაფი მოძებნის ხერხიც.საინტერესოა, მაგრამ ინფორმაციის სიმრავლე გარკვეულ სიძნელეს ქმნის ათვისებისას.
Monday, March 9, 2015
დღე პირველი
დღეს თრენინგის პირველი დღეა,ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, საინტერესო და სასარგებლო, თუმცა, ყველაფერი ერთად ძნელი დასამახსოვრებელია.ვფიქრობ, მალე დალაგდება, რაც მთავარია, სურვილი, მოლოდინი და მონდომება არ მაკლია.დიდი ხანია, მინდოდა შემექმნა ელექტრონული პორტფოლიო.ქალბატონი მანანა კვინიკაძე, ჩანს, დაუღლელი, დიდი ენერგიის მქონე ქალბატონია, დაგვეხმარა ბლოგის შექმნაში,გაგვაცნო ვიუვერის პროგრამა, დავიწყეთ ინტელის პროექტის შესწავლა, პორტფოლიოს ჩეკლისტსაც გავეცანი... მინდა, შევქმნა ჩემი პორტფოლიო და ტრენინგზე თეორიულად შესწავლილი პრაქტიკულად განვახორციელო.
დიდი მადლობა საინტერესო თრენინგისათვის.
დიდი მადლობა საინტერესო თრენინგისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)