Wednesday, March 18, 2015

დღე მესამე

თრენინგის მესამე დღე დავიწყეთ პროექტის ბუკლეტების გახსენებით, შემდეგ შევედით ვიუვერში და გავხსენით მეორე მოდული, სადაც ვიმუშავეთ სასწავლო ამოცანების,  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე, შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების დასმის მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვისათვის,გადავხედეთ სტანდარტს და ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,დავწერეთ ყველა ინდიკატორისათვის შესაბამისი ამოცანა, ვისწავლეთ, რომ ის არ უნდა იყოს ბუნდოვანი.განვასხვავეთ ბუნდოვან დავალებასა და სპეციფიკურ სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები ერთმანეთისაგან.ვისწავლეთ, როგორ გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, გამოვიყენეთ იგივე ზმნები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ჩამოვწერეთ სპეციფიკურ ამოცანებზე ორიენტირებული კითხვები და ვივარჯიშეთ. ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და იქიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტისათვის შესაფერი  და მნიშვნელოვანი რჩევები.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე


დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროექტის  გეგმის შაბლონის შევსება, ჩვენი პროექტისთვის მოვძებნეთ სასწავლო გეგმიდან შესაფერი შედეგები და ინდიკატორები, რომლებსაც გამოვიყენებთ  პროექტის განხორციელებისას. რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუშები, ვისწავლეთ სურათების  მოძებნა და ჩასმა ბუკლეტში, მასალის გადაგზავნა მეილზე და ჩაწერა ბლოგში.ვისწავლეთ სწრაფი მოძებნის ხერხიც.საინტერესოა, მაგრამ ინფორმაციის სიმრავლე გარკვეულ სიძნელეს ქმნის ათვისებისას.

Monday, March 9, 2015

დღე პირველი

დღეს თრენინგის პირველი დღეა,ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, საინტერესო და სასარგებლო, თუმცა, ყველაფერი ერთად  ძნელი დასამახსოვრებელია.ვფიქრობ, მალე დალაგდება, რაც მთავარია, სურვილი, მოლოდინი და მონდომება არ მაკლია.დიდი ხანია, მინდოდა შემექმნა ელექტრონული პორტფოლიო.ქალბატონი მანანა კვინიკაძე, ჩანს, დაუღლელი, დიდი ენერგიის მქონე ქალბატონია, დაგვეხმარა  ბლოგის შექმნაში,გაგვაცნო ვიუვერის პროგრამა,  დავიწყეთ ინტელის პროექტის შესწავლა, პორტფოლიოს  ჩეკლისტსაც გავეცანი... მინდა, შევქმნა ჩემი პორტფოლიო და ტრენინგზე  თეორიულად შესწავლილი პრაქტიკულად განვახორციელო.
დიდი მადლობა საინტერესო თრენინგისათვის.